Tuesday, December 11, 2012


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოფო  სოსიაშვილი




პრეზენტაცია თემაზე: ,, საქართველოს რამდენიმე დიდებლი  ეკლესია“








შესავალი
საქართველო, როგორც ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მდიდარია ეკლესიებით. ეს ეკლესიები ქართველი ხალხის სიმდიდრეა, მიუხედავად იმისა, რომ ძველად მტრები პირველ რიგში ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ მათ მაინც გაუძლეს დროს და ჩვენამდე მოაღწიეს. სწორედ, ამ ეკლესიების სილამაზეა უცხოელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი.
ეკლესიები ჩვენი სულების თავშესაფარია, იგი გვაერთიანებს და გვეხმარება სწორად ცხოვრებაში, გვიძლიერებს რწმენას, რწმენის გარეშე კი რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება?
არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს როგორც რწმენა, ამაზეა დამოკიდებულია არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპპოლიტი ფილარტე.
უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი ყველაზე მეტად ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისფლდება სულიერი სიბრმავისაგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს.
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი(განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია,მესაჭე- მხოლოდ შობილი ძეი მისი, კეთილი ნიავი-სული წმინდა, ღვთისდა დამორჩილებული მენიჩბენი-მოციქულნი და მათი მემკვიდრენი,-მწყემსი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი-ყველა მართმადიდებელი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა-ეს წმინდა სამებისადმი მართალი რწმენაა, მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება. იალქანი-სიყვარულია, ღუზა-იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან(რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: ,,...აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი.


საქართველოს რამდენიმე დიდებული ეკლესია



წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

თბილისის წმინდა სამების სკათედრო ტაძარი, მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი საქართველოში მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში,საქართველოს პატრიარქისა და  თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი ,,წმინდა სამების საკათედრო ტაძრის“ პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძოშემოწირულობებით დაფინანსდა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს სრლიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
ტიპოლოგირად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელი სამი მხრიდან დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიან მთავარ მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოყვება წმინდა სამების დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი, შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.
წმ. სამების სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი.
აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახლი. ოთხივე ფასადი მრავალფერვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.

გერგეის სამება
გერგეთი-გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი( მე-14 საკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო(მე-14 საუკუნის 2 ნახევარი) და საბჭეო( მე-15 საუკუნე).
გეგმით ოთკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ ორ ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებლია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეთის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია ,,არაგუზე ციხე გერგეთაული“  ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულად და წმ.  ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში მე-14 საუკუნეშია აგებული),არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა  შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ ,,გერგეთის“ მოხსენიებას კი განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეთი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული,  ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ტერიტორიაზეა აგებული. მე-20 საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეთი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ტაძრის ძველ სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად გერგეთის სამებას უწოდებენ.
ადრე  გერგეთის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის ,,ივერიის ისტორია“ მოწმობს, სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა პატრონობა გერგეეთელებს დააკისრა, რომლებიც ,,სამების საყდრისშვილებად“ მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეთელებს მომდევნო საუკუნეებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეთის სამება ,,მცხეთის სამკაულს“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიქვია- წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე გერგეთში იწერებოდა მატიანე ,,მოსახსენებელი სულთაი“- დოკუმენტების კრებლი რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.


სვეტიცხოველი

„მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა მაგრამ, სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველის მყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად მე-4 საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისიანული ცხოვრება“. აღნიშნავდ დიდი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი.
სვეტიცხოველი ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, ჰარმონიულობითა და დიდებულებით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს უკავშირდება, შემდეგში არაეთხელ დაუნგრევიათ მტრებს, არაერთ დამპყრობელს ნდომებია მისი საბოლოოდ განადგურება, მაგრამ ჩვენი წინაპრების ძალისხმევით იგი ყოველთვის იბრუნებდა ძველ დიდებულებას.
სვეტიცხოველი საქართველოს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, რადგან საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია იყო. სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა მე-11 საუკუნისაა.
ცნობილია, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა., რის შემდეგაც ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად საქართველოს ტერიტრიაზე დაიწყო ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი ააგეს სწორედ ამ ადგილას, მდინარეების -მტკვრისა და არაგვის შესართავთან. „წმინდა ჭალაში“ ანუ  სამეფო ბაღში, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით მე-4 საუკუნის 30-იან წლებში აუშენებიათ.სვეტიცხოველი 19 წლის განმავლობაში შენდებოდა.
სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურული ასამბლიის კომპოზიციაში ცენტრალური აადგილი უჭირავს. ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთკუთხედში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც დასრლებულია პირამიდული, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათით, საიდანაც იშლება ჯვრის მკლაები.
დასავლეთი ფასადი:
დასავლეთის ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტულ-დეკორატიული მორთულობა, ჩუქურთმა მრავალფეროვანია, პლასტიკური, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნივ  სიმეტრიულადაა გამოსახული დიდიზომის დეკორატიული ვაზები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც თავის ინდივიდუალურობას ინარჩუნებს. ვაზს რომ ასეთი უპირატესობა ენიჭება, ცხადია, გასაკვირი არა არის, რადგან ვაზს, ვენახსა და მევენახეობას უძველესი დროიდან მთავარი ადგილი უჭირავს. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარ იყო. ამიტომაა რომ ტაძრების დეკორში ხშირად იყენებდნენ.
ცენტრში წარმოდგენილია საყუდარზე მჯდომი მაცხოვარი, რომელსაც ხელში სახარება უჭირავს, ქრისტეს ორივე მხარეს მფრინავი ანგელოზის ფიგურებია, რომელთაგან ერთა სურა უჭირავს ხელში, ხოლო მეორეს-პური, ანუ სებისკვერი. ამ კომპოზოციაში სიმბოლურად ზიარების სახეა ნაჩვენები, სურა სიმბოლური მინიშნებაა ღვინის-ქრისტეს სისხლისა, ხოლო პური- ქრისტეს ხორცისა.
სამხრეთი ფასადი:
სამხრეთი ფასადის დაავლეთ მხარეს ტაძრის დროინდელი მშენებლობის რელიეფურ-სკულპტურულ გამოსახულებათა საინტერესო კომპოზიცია შემორჩენილი, რომელიც ასე იკითხება: ვაზი-წმინდა მცენარეა  საქართველოში, წმ. გიორგი კლავს ურჩხულს, ჯვარი აყვავებული მკლავებით-ქრისტიანული ხსნის სიმბოლო, ორი მტრედი კი ერთი ჭურჭლიდან  იღებს სლიერ საზრდოს. აქვე გამოსახულია ვარდული-ქრისტიანობის მარადიული სიმბოლო ექვსფრთიანი ანგელოზი და ქრისტეს ჯვარცმა.
აღმოსავლეთი ფასადი:
აღმოსავლეთი ფასადი ტაძრის სხვა ფასადებთან შედარებით სიმეტრიულია, საერთოდ ასიმეტრიულობა ქართლი არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია. ეს კარგად ჩანს სვეტიცხოვლის მაგალითზე სადაც ასიმეტრიულობა კარგადაა შეხამებული აღმოსავლეთის სიმეტრიულობასთან და მაღალხარისხიანობითაც გამოირჩევა.
სვეტიცხოველზე მიწისძვრის დროს სიმძიმე ყველა მხარეს თანაბრად ნაწილდება და ჩამონგრევის საფრთხეს თავიდნ ვიცილებთ. ფასადზე განსაკუთრებით დამშვენებულია ცენტრალურ თაღს შორის დებარე არე. მის თავზე მარაოსაებრ გაშლილი  12 სხივია მედალიონებით დამთავრებული-ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლო, რომელთა სახელზეც აიგო სვეტიცხოველი.
ჩრდილოეთი ფასადი:
ჩრდილოეთი ფასადი ორნამენტალ-ჩუქურთმიანი სამკაულით არ არის დამშვენებული, აქ გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომელთაგან ცენტრალური თაღი ამაღლებულია და ამით ტაძრის სიმაღლეს უსვამს ხაზს, სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოში(54მ).
სვეტიცხოვლის სამშენებლო მასალა ქვიშაა. ტაძარი ალგეთური ბაზალტით არის გადახურული. დასავლეთიდან ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი ტაძრის აგების დროინდელია, ხოლო ფრესკა კარიბჭის თავზე მე-19 საკუნისაა. ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარცხნივ და მარჯვნივ მთავარ ანგელოზები მიქაელი და გაბრიელია გამოსახული.
შესასვლელშივე მარჯვნივ ქვის სანათლავი ემბაზია. გადმოცემის თანახმად ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა. ემბაზი ადრე მოოქროვილი ყოფილა.
სამხრეთ კედელზე არის მიშენებული პატარა ეკლესია, რომელიც  14-15 საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით მე-4ს-ში  აშენებული ნაგებობის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივ მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ქრისტეს წამების ადგილი ენახათ. ეკლესია სვეტიცხოველში იმიტომ ააშენეს, რომ ქალაქ მცხეთას „პატარა იერუსალიმს“ უწოდებენ.
როგორც „ქართლის ცხოვრება“ და „მოგცევაი ქართლისაი“ მოგვითხრობს მცხეთელი ელიოზი და კარსნელი ლონგინოზი იერუსალიმში დასწრებიან ქრისტეს წამებას და მისი კვართით დაბრუნებლან მცხეთაში. აქ ელიოზს დახვედრია თავისი და- სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს ეს ძვირფასი რელიქვია და მღელვარებისგან იქვე განუტევებია სული. სიდონია ქრისტეს კვართით ხელში სამეფო ბაღში დაუსაფლავებიათ. მოგვიანებით მის საფლავზე ამოსლა ლიბანის კედარი. მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის მიღების შემდეგ მირიან მეფის ბრძანებით ეს ხე მოუჭრიათ, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ეკლესია. მოჭრილი ხისგან დაუმზადებიათ „შვიდნი სვეტნი ეკლესიისანი“. ერთ-ერთი მათგანი სასწაულმოქმედი აღმოჩენილა:იგი ჰაერში აიჭრა და მხოლოდ მას შემდეგ „დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა“ თავის კვარცხლბეკს, როცა წმ. ნინომ  მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ამ სვეტიდან მირონი დიოდა და ყველა ვინც აქ მოვიდოდა „სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებული წავიდოდა სახად თავისადაო“. სწორედ ეს იყო „სვეტიცხოველი“, სვეტი-სიცოცხლის მომნიჭებელი და ტაძარსაც მისი სახელი ეწოდა.


ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი-მე-6 საკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეტის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე.შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. მე-4 საუკუნის 30-იანი წლებიდან ქრისტიანობის მიღების პირველსავე წლებიდან მეფე მირიან მესამემ ამ ადგილას ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით  გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც. მე-6 საუკუნის 2  ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააგებინა. იმავე საუკუნის მიწურლს და მე-7 საუკუნის დასაწყისში გუარამის ძემ-სტეფანოზმა ასევე თავისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით პატარა ეკლესიის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ  გადაეხურა ხის ჯვარს. საკუნეების მანძილზე პატარა ტაძარი დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი დღემდე მოაღწია. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა:1924-1927 წლებში, 1933-1939წლებში და 1963-1965 წლებში.
ჯვრის უშუალო წინამორბედია ნინოწმინდის ტაძარი. ჯვარში განვითარებლია და მხატვრულად სრულყოფილია ნინოწმინდის კომპოზიცია. გეგმის საფუძველს აქაც კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ ეს კუთხის ოთახები რაციონულად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაშია, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად და გუმბათ ქვეშა სივრცესთან დაკავშირებულია კუთხის ღრმა ნიშნებით, რომელთაც წრის 3/4-ის მოხაზლობა აქვს. შენობის ბირთვს ჩვეულებისამებრ წარმოადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია 8-წახნაგოვან ყელზე აღმართული გუმბათი იგი მთელი შიგა სივრცის დომინანტია. განსაზღვრავს ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს ამ ხუროთმოძღვრულ სივრცეში.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, მისი გარეთა იერი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი კარგად გათლილი ღვინისფერი ქვის კვადრატებისაგან.  ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მაშტაბით და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია,  სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი. დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. გუმბათის ნახევარ სფეროში გამოსახლია რელიეფური ჯვარი, რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნლება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრიდან გახსნილია აფსიდებთ, რომელიც გეგმაში ჯვარს ქმნიან, ჯვრის მკლავებს შორის ყოველ კუთხეში ჯვაროვანი კამარით გადახურულია თაღი. ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი: სამკვეთლო და სადიაკვნე. სამხრეთ-დასავლეთი ოთახი საქალებოა, რომლის შესასვლელის თავზე წარწერაა:
„ქ წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯვარისაითა მე,თემესტია, მხევალმა ქრისტესამან, აღვაშენე სამყოფელი ესე სახსენებლად სულისა ჩემისა თაყვანისაცემლად დედათა“.
ჯვრის ტაძარი-ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძიების დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: მე-7 საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთ მთელიჯგუფი, რომლებიც გეგმისა და აგებულების მხრივ უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია კერძო დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია: ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი.
ხის ჯვრის კვარცხლბეკი
მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის გაღმა კლდის მაღალ მთაზე, ერთიუცნაური ხე იდგა, რომელიც საოცარ სურნელს გამოსცედა. ამ ხეს ხალხი სასწაულმოქმედ ხეს ეძახდა, რადგანაც დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა მაშინვე განიკურნებოდა. მირიან მეფის ძემ რევიმ ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით და ერის თანხლებით, ეს ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა, რომელიც სვეტიცხოვლის ხის სამხრეთის  მხარეს აღმართეს. ამის შემდეგ ამ ხისგან დამზადდა სამი ხის ჯვარი და სამივე ჯვარი 20 მაისს აღიმართა. სწორედ, ამიტომ არის ეს დღე ჯვარპატიოსნის სახელით ცნობილი, რომელსაც ქართველი ერი დღესაც ზეიმობს. სასწაულმოქმედი ხისგან დამზადებული სამი ჯვარი ასე გდანაწილდა: ერთი აღიმართა მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, მეორე- თხოთის მთაზე,მესამე - უჯარმაში.
ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალსაფეხურს წარმოადგენს. ამ ტაძარმა წლების განმავლობაში მრავალი ზიანი მიიღო, ბუნებით თუ ადამიანის ხელით და ამჯამად ის მსოფლიოს 100 განადგურების პირას მისულ უმთავრეს კულტურულ ძეგლთა შორისაა.
ნეკრესი

ნეკრესი- ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯორმა. მე-4 საუკუნეში მეფე თარდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც მე-6 საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო. ნეკრისს იმ თავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მარტო გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც(დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებლი იყო კულტურლ - საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელთმთავრები(დისითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე პოეტ-დიაკონი მოსე და სხვა.) იღწვოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართლი ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან მე-4 საუკუნის მი-2 ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწელ ეკლესიათაგან.  დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა მე-7 საუკუნის დასაწყის განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა მთავარი ეკლესიის საკურთხეველი სამნაწილიანია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალრზე მოკლეა.  დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთით და სამხრეთით გვერდითი შესასვლელებია,  8-9 საკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებრებით გამოირჩავა. გ. ჩბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გომბათით დაგვირგინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს.  ეკლესისას სამი მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის, სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის  მე-16 საკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

ზარზმა

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში(ადიგენის რაიონი), ქვაბლიანის ხეობაში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზოგი დანგრეულია. ბერების სენაკები და სატრაპეზო  არ შემონახულა. გადმოცემით, იქ იყო მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი, რომელიც დღეს ლოდებითაა ამოვსებული.
მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფილ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ  სერაპიონმა და მისმა ძმამ „დადვეს საფუძველი“. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც ეწოდა „ზარზმა , რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს“.
„თხზლებაში მოცემულია ცოცხალი, რეალისტური სურათი სამცხის იმდროინდელი ყოფისა. ავტორი ამასთანავე პეიზაჯის დიდი ოსტატია. ყოველი კუთხე, ყოველი ადგილი, სადაც კი ბერებს ფეხი დაუდგამთ, ცხოველი საღებავებითაა მოხაზული“(კ. კეკელიძე). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. „სერაპიონმა განაჩინნა წესნი და კანონი საეკლესიონნი“. მონასტერმა იწყო ზრდა და მანამდე უდაბურ ადგილას ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა. უძველესი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებლია მე-14 საუკნეში სამცხის მთავარი ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული  ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით ||| დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა.
ზარზმის ტაძარი ეპოქის ერთ-ერთი უმნუშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგიერთი ახალი ნიშანი: ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადის მორთულობის სისტემაში, ჩუქურთმები, ჭედურობა და კედლის მხატვრობა, სადაც ტრადიციულ სიუჯეტებთან ერთად შემონახულია  სამცხის მფლობელ ჯაყელთა, აგრეთვე მე-16-ს. ისტორიულ პირთა ფრესკები.
ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშია. 1577წ. ზარზმის ახალმა მფლობელმა ხურციძეებმა, რომელთაც  ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს პირველ სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს,
მე-20 ს. დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია, რის შედეგადაც :შეილახა მხატვრობის კოლორიტი და სტილისტიკური თავისებურება“.
დღეს ზარზმის მონასტრის მნიშვნელობა დიდია საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და ერის გამთლიანების პროცესში.

ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან. შენობა გარედან მოკლე მკლავებიანი, სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებლი. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებული უწყვეტი თაღებით.
ტაძარი აშენებულია 1010-1014 წლებში, სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს მე-11 საკუნის პირველი ნახევრისა. სამრეკლო მე-19 საკუნის მეორე ნახევარშია აგებული. 1535 წელს ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ|||-ს, ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე საუკუნისაა.
ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩქურთმათა გარდა მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ-ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები(„ფერისცვალება“,  „ჯვრის ამაღლება“,  „მეორედ მოსვლა“ დ სხვა),  რეალური და ფანტასტიკური ცხოველები, რომლებიც საოცრად ლარად და ზუსტად ჯდებიან ერთიან სილუეტში. შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებულია, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე,  უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი და ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდიებას ტოვებს.

სამთავისი

სამთავისი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია, იგი დგას კასპის მუნიციპალიტეტის  სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.
გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. „კალმასობაში“ ნათქვამია: „ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლეიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გასინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთა ეკლესიათა, ესე სამთავისი მჯობესიაო და მუნითგან ეწოდება სამთავისი.
ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენეის თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი.  10-11 საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი ამ ტაძრის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები არ არის შემონახული. სამთავისის აშენების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვამცნობს  დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი წარწერა. ამ წარწერებით ირკვევა რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა მე-11 საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი |||-ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მე-15 საკუნეში ძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები და მთლიანად ფასადი. მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი ფეოდალების, ამილახვრების აღზევების შემდეგ კვლავ გახდა შესაძლებელი ტაძრის „მეორედ“ აშენება-განახლება.
ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათების ზოგი თავისებურება რომელიც საფუძვლად დაედო ხროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას.
სამთავისის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს.



გარდა ზემოთ ხსენებული ეკლესიებისა საქართველოში კიდევ ძალიან ბევრი დიდებული ეკლესია რომელთა აღწერა ძალიან შორს წამიყვანს, ასე რომ სულ ეს იყო მოკლე ცნობები რამდენიმე დიდებული ეკლესიის შესახებ რაზეც მინდოდ

No comments:

Post a Comment